ლევან ბეჟაშვილი – კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება

კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება ს კონსტიტუციურობა და ამ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები, რომლებმაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა უზრუნველყვეს.
„კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მნიშვნელოვანია, რომ ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა უზრუნველყვეს.
პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი არ გაატაროს, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში დავა იქნება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს ამ სარჩელს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ქვეყანაში რეალურად არ არსებობს და ესეც კიდევ ერთი დამატებითი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად