ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ბაია კვიციანი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მანამდე კი, ბაია კვიციანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, კერძოდ კი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე იყო ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, კულტურის კომიტეტის წევრი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)