რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 42 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, მათგან 32 ბრიანსკის ოლქში, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიევის რეჟიმის მცდელობისას განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 42 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 32 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე გაანადგურეს, 5 – სმოლენსკის ოლქის თავზე, 2 მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე და თითო უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის, ორიოლისა და როსტოვის ოლქების ტერიტორიებზე.