გერმანიისთვის დროა შორ მანძილზე დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ განახლებული ბირთვული სტრატეგიის შესახებ პუტინის განცხადებების შემდეგ, დროა გერმანიამაც მხარი დაუჭიროს პარტნიორების გადაწყვეტილებას შორი მანძილის დარტყმების თაობაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ყველა ქვეყანამ დაუჭირო მხარი შორი მანძილის დარტყმებზე გადაწყვეტილებას.
“ვფიქრობ, [პუტინის] განცხადებების შემდეგ ბირთვული იარაღის თაობაზე დროა უკვე გერმანიამაც მხარი დაუჭიროს შესაბამის გადაწყვეტილებებს…
ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებებისთვის შესაძლებლობების რაოდენობის მიმატება, რომლებითაც შეგვიძლია რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება, სადაც არ უნდა იყოს ის,” – განაცხადა ზელენსკიმ.