შვედეთში დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მშობლები, არამედ სხვა ნათესავები ან მეგობრებიც კი – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ერთადერთი პირობა ის არის, რომ „დროებითმა მშობელმა“ უნდა გააფორმოს ბავშვის მოვლის დაზღვევა, რათა შეღავათები მიიღოს.
მთავრობა იმედოვნებს, რომ დეკრეტული შვებულების გადაცემა მშობლებს დაეხმარება სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის საჭირო ბალანსის პოვნაში. ეს განსაკუთრებით ეხება მარტოხელა დედებს და ბავშვის სხვა ერთპიროვნულ მომვლელებს.
შვედეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 1974 წელს შემოიღო ფასიანი დეკრეტული შვებულება. 1995 წლიდან მამებს რამდენიმეთვიანი დეკრეტული შვებულება ენიჭებათ.