პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს ახალი ბრალი წაუყენეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ახალი ბრალი წაუყენა პრეზიდენტ ს ვაჟს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს. გამოძიების თანახმად, ჰანეტრ ბაიდენმა არ გადაიხადა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადები. საქმე ეხება 2016-2019 წლების პერიოდს.
56-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა კალიფორნიის სასამართლოს გადაეცა. -ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალად ედება გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება და ყალბი დეკლარაციის წარდგენა.
პროკურორების მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა საზღვარგარეთ საქმიანი გარიგებების შედეგად მიიღო 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, მათ შორის უკრაინის გაზის კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოში მუშაობისთვის და გადასახადების გადახდის ნაცვლად მილიონობი დოლარი დახარჯა ცხოვრების ექსტრავაგანტული წესისთვის.
დოკუმენტში ჩამოთვლილია თანხები, რომლებსაც ჰანტერ ბაიდენი ხარჯავდა ძვირადღირებული სასტუმროების, ავტომანქანების, ტანსაცმლის, ფუფუნების სხვა საგნებისა და მეგობარი ქალებისთვის.
2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის. ჰანტერ ბაიდენი ამას არ აღიარებს.
თეთრ სახლს ახალ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ