საიას ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 12 ადამიანი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 12 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.
„ადვოკატები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე“, — წერს ქურდოვანიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზის ნომერია: 577070563.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულების რაოდენობის შესახებ.
პოლიციამ გამთენიისას ძალის გამოყენებით დაშალა თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მანამდე -მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აპირებდნენ აქციის დაშლას და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ჭავჭავაძის დასაცლელად.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით