ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას – არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.
„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას დაკავებულთა ორმხრივი გათავისუფლებისა და ნდობის აღდგენის სხვა ზომების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. ვეთანხმებით – არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას“, – აცხადებს ბორელი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე