ხარკოვზე რაკეტებით შეტევა იყო

სულ მცირე 2 ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე ს სარაკეტო შეტევის შედეგად.
ქალაქში რამდენიმე აფეთქება გამთენიისას მოხდა. მანამდე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას უნდა გადავიდნენ.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს С-300 ტიპის რაკეტებით შეუტიეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქს რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს 6 მართვადი საზენიტო რაკეტით С-300. გარდა ამისა, რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე შეტევა იყო 7 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციის მიხედვით, მათ მხოლოდ დრონების, 7-დან 5-ის განადგურება შეძლეს.
რუსეთის არმიამ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო და მოგვიანებით დაიკავა ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.
უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯორჯია მელონი – „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პუტინი გვთავაზობს, მშვიდობის დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის – ძვირფასო ზელენსკი, ჩვენი იმედი გქონდეთ

კახა კალაძე – მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მიზანმიმართული სპეკულაციები, შანტაჟი – მოცემულია 9-პუნქტიანი გეგმა, ძალიან მალე ყველაფერი შესრულდება და ბურთი უკვე მათ მხარეს იქნება