ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ს პრემიერ-მინისტრმა, მ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.
„პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის „ჰამასისგან“ განცალკევების აუცილებლობაზე, მათ შორის დერეფნების მეშვეობით, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს უსაფრთხოდ გადავიდნენ საომარი მოქმედებების განსაზღვრული ტერიტორიებიდან“, – აცხადებენ თეთრ სახლში.
ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ „გადაუდებლად საჭიროა“ ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ