დონალდ ტრამპის განცხადებით, მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროებს გამოიყენებს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროებს გამოიყენებს.
-ის არჩეული პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში კონსერვატიული ორგანიზაციის, Judicial Watch-ის პრეზიდენტს, ტომ ფიტონს გამოეხმაურა.
მანამდე ტომ ფიტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მზადაა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და სამხედრო საშუალებები გამოიყენოს, რათა ბაიდენის შემოსევა მასობრივი დეპორტაციის პროგრამის საშუალებით შეაჩეროს“.
დონალდ ტრამპმა ტომ ფიტონის პასუხად დაწერა, რომ ეს „მართალია“.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ე.წ. საზღვრის მეფედ ტომ ჰომენი დანიშნა, ხოლო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე, სამხრეთ დაკოტას გუბერნატორის, კრისტი ნოემის კანდიდატურა წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია”