ოპოზიცია თსუ-ის მიმდებარედ უწყვეტ პროტესტს აგრძელებს

ოპოზიციის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტ პროტესტს აგრძელებს. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა მ აქციის მონაწილეებს განუცხადა.

მელიას თქმით, ასევე იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აცნობენ.
“ჩვენ ამ პროტესტს, უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება. ბრძოლის მუხტი გაიზრდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით. არამხოლოდ უნივერსიტეტის მიმდებარედ, არამხოლოდ ერთი კერა, ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს და აქ თითოეულ ჩვენგანზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. დღეს ვრჩებით ისევ იქ, სადაც უკვე ვართ 36 საათია, მაგრამ კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული შესაძლებელია, რიგი მათგანი სპონტანურად, და ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგაყენებთ”- თქვა მელიამ.
***
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინაარეობს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.
გადაადგილება შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით – მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.