“ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია, ასეთი რამ არ გაგონილა” – თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ იმედთან განაცხადა.
„ოპოზიცია რომ ხარ და პარლამენტში მოხვდები, კი არის არჩევნებში მარცხი, მაგრამ დემოკრატიაში ესეც მნიშვნელოვანია. ამ ოპოზიციის დამოკიდებულებაა, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ, არც ერთი არ ვარგა. არ გვინდა ოპოზიციაში ყოფნა. ეს არ ის ნონსენსი, დემოკრატიასთან შეუთავსებელია, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია. ასეთი რამ არ გაგონილა არც ერთ დასავლურ დემოკრატიაში. ცალი ხელით წინასწარ იმართლებენ თავს წაგებაზე და მეორე ხელით ამზადებენ მეორე დღის სცენარს. რამდენიმე მეორე დღე აქვთ უკვე მათ ბიოგრაფიაში. ერთი მეორე დღეა, გამოვარდებიან ქუჩაში, რაღაც ემოციურ ფონს შექმნიან, ხალხზე ზეგავლენას მოახდენენ, დააყენებენ მოქალაქეებს ქუჩაში და მერე, როდესაც აცივდება და შუაღამე მოვა, თვითონ წავლენ და ხალხს დატოვებენ ქუჩაში. ისეთი მეორე დღეც გვახსოვს მიტინგიდან რომ გაყარეს ეს ლიდერები, მიკროფონები რომ ჩამოართვეს და გაყარეს მიტინგიდან. გვახსოვს ასევე ბოიკოტის მეორე დღე, რვა თვე რომ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანას, ხალხს ფუნქციური ხელისუფლება, მოქმედი და მუშა პარლამენტი სჭირდებოდა. ეს ხალხი რვა თვე არ იყო პარლამენტში, სანამ ევროპელებმა არ უთხრეს, სამშობლო ხომ გაქვთო?! ბოლოს აღიარეს, რომ სამშობლო აქვთ და თურმე, პარლამენტში უნდა შემოვიდნენ. ასეთი მეორე დღის გამოცდილება აქვს ამ ხალხს და სინამდვილეში მეორე დღე იცით, როგორი უნდა იყოს? მეორე დღე უნდა იყოს არჩევნების შედეგების პატივისცემა და გადასვლა სამომავლო გეგმებზე. უნდა დაასვენოს ეს ქვეყანა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს