მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფში“, 4 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა 3 900 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად (ავტომობილის სალონში არსებული სავარძლის ქვეშ) გამოავლინეს.
მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 505 667.28 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.