ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს

ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს. მელიას თქმით, ახალი პარტია გონივრულ ვადაში დაფუძნდება, რაზეც მუშაობა ხვალიდან დაიწყება.
მელიას თქმით, პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.
„დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, შესაბამის პერიოდში დაფუძნდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“ .
მანამდე, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა.
„მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში”, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო