რადოსლავ შიკორსკი: ბაიდენმა ომში ჩრდ. კორეელი სამხედროების ჩართვას იმ ენით უპასუხა, რაც პუტინს ესმის

პრეზიდენტმა ბაიდენმა ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვასა და რუსული რაკეტებით მასობრივ იერიშს იმ ენით უპასუხა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ესმის – უკრაინისთვის დასავლური რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნით.

აგრესიის მსხვერპლს თავის დაცვის უფლება აქვს.

სიძლიერე აკავებს, სისუსტე კი ახალისებს.

წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი X-ზე და ბაიდენის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის ცნობას ეხმაურება.

მანამდე, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა ს პირველად დართო ნება, რუსეთში იერიშებისთვის -ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

წყარო