ნიკა მელია ახალ პარტიას აფუძნებს

აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ პარტიას დააფუძნებს თანამოაზრეებთან ერთად. მან ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის. ძალიან მალე დაფუძნდება. ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ მუშაობას ამ საკითხზე”, – თქვა მელიამ.
მისი თქმით, “ეს იქნება ყველაზე მართალი პარტია”, რომელზე შემდეგ უნდა დაფუძნდეს კვალიფიკაცია და ა.შ.
მელიამ კვლავ გააკრიტიკა ენმ-ს დღევანდელი მენეჯმენტი და ისაუბრა “არაფორმალურ მმართველობაზე”, რომლის უკანაც ის დავით კეზერაშვილს მოიაზრებს. მელიას არ გაუკრიტიკებია სააკაშვილი და თქვა, რომ პატიმარს უკან არავინ უნდა ამოეფაროს.
საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური, წარსულში კი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკვე თვეებია, შიდა კონფლიქტის პირობებში მოქმედებს. წაიკითხეთ ამ თემაზე სტატია:
კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე – ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ – კორუფციული ინტერესი კი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესებში შეიძლება წავიდეს ეს ფული