ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი პარლამენტის პირველ შეკრების ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და ის, ს ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება.
კობახიძის სიტყვებით, საამისოდ, პარლამენტს, არც ერთ ქვეყანაში არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია:
„ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა“, – განაცხადა მ.
მისი სიტყვებითვე, საქართველოს პრეზიდენტი „კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს“.
მ ასევე მოელის, რომ ოპოზიცია საბოლოოს პარლამენტში მაინც შევა. მან თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით განცხადებები განცხადებები “კანონდარღვევით დაწერეს იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა”:
„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ოპოზიციისათვის კი ეს არჩევნები გაყალბებულია.