„ოცნების“ ამნისტია ზონდერების ამნისტია იყო – ნათია მეზვრიშვილი ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე

„ოცნების“ ამნისტია ზონდერების ამნისტია იყო – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებას.

მეზვრიშვილის თქმით, მოძალადეებს დაუსჯელობის გარანტიები წინასწარ შეთანხმებულად მისცეს პარლამენტმა, პროკურატურამ და საგამოძიებომ.

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის ბრალდებული ზონდერი გამოსულა ზონდერების ამნისტიით. ტყუილად არ ვამბობდით, რომ „ოცნების“ ამნისტია იყო ზონდერების ამნისტია – მოძალადეებს დაუსჯელობის გარანტიები წინასწარ შეთანხმებულად მისცეს პარლამენტმა, პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ეს კრიმინალური ამნისტია იმ არაერთ ზონდერს ეხება რუსული კანონის პროტესტის დროს ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები და მოხუცები რომ სცემეს”, – წერს მეზვრიშვილი.

“ტვ პირვველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე, და სხვა მოძალადეები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

დავით კუტალაძესთან ერთად “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირი მისცა პასუხისგებაში. ესენი იყვნენ ოთარ გელაშვილი, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ასევე გია გიგუაშვილი – ხუთივე მათგანი ახლა თავისუფლებაზე იმყოფება.