U19. საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან დასანანი მარცხი განიცადა

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 2:3 დამარცხდა.
მასპინძელი შვედეთის დამარცხების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ნორვეგიასთან პირველი ტაიმი 0:2 დათმო, შესვენების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლოს გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს 19 ნოემბერს ესტონეთთან ჩაატარებს, რომელიც დღეს შვედეთს შეხვდება.
ნორვეგია – საქართველო 3:2

გოლები: 1:0 ნიუჰამერი (23), 2:0 ეკორნესი (39), 1:2 სალია (48), 2:2 გოგსაძე (76), 3:2 რეიტან-სუნდე (86)
საქართველო: საური, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, მეფარიშვილი, ამისულაშვილი (ტყეშელაშვილი 46), სამუშია, სალია (ოდიკაძე
75), გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 75), წულაია (გვასალია 46), ბერელიძე, გოგსაძე (დალაქიშვილი 80)