უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში რუსეთთან ომი “გაცილებით მალე” დასრულდება.
“ცხადია, ომი ახლა გაცილებით მალე დასრულდება იმ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს უხელმძღვანელებს – ეს არის მათი დაპირება მოქალაქეების მიმართ”
უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ომი შემდეგ წელს დიპლომატიური გზით დასრულდეს”.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის გათვალისწინებით, ტრამპთან ოფიციალურად შეხვედრა მისი ინაუგურაციის შემდეგ, იანვარში შეეძლება.
წყარო: ტაბულა