აშშ-ის სანქციების პასუხად რუსეთმა გამდიდრებული ურანის ექსპორტი დროებით შეზღუდა

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამდიდრებული ურანის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ს ფედერაციის მთავრობა განმარტავს, რომ გამონაკლისი არის მიწოდება, რომელიც განხორციელდება ტექნიკური და ექსპორტის კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ გაცემული ერთჯერადი ლიცენზიების ფარგლებში.
რუსეთის სამთავრობო ვებსაიტზე განმარტავენ, რომ შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის პრეზიდენტის ს დავალებით და ის არის რუსული მხარის პასუხი შეერთებული შტატების მიერ 2024-2027 წლებში დაწესებულ შეზღუდვებზე.
„რუსეთის მთავრობამ შემოიღო დროებითი შეზღუდვები -ში გამდიდრებული ურანის ექსპორტზე“, – წერია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები იქნეს შემოღებული ისეთი პროდუქტების მიწოდებაზე, როგორიცაა ურანი, ტიტანი და ნიკელი.