ჩინეთის პრეზიდენტი – მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, პროტექციონიზმი ვრცელდება

მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, პროტექციონიზმი ვრცელდება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გამართულ აღმასრულებელ დირექტორთა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა, უნილატერალიზმი და პროტექციონიზმი ვრცელდება, მსოფლიო ეკონომიკის დანაწილება გაძლიერდა“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მისივე თქმით, „ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელის შეშლა, ურთიერთდამოკიდებული სამყაროს იზოლირების მოთხოვნა, ისტორიის კურსის უკან შებრუნებას ნიშნავს“.
ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დღეს პერუში -ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”