“გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო” – ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის მოადგილემ გამართა

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის ხელ­მო­წე­რი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბის დას­კვნი­თი ბრი­ფინ­გი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ნაც­ვლად, მის­მა მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძემ გა­მარ­თა.
რო­გორც მან ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მომ­ხდა­რი სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტის გამო, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გის ჩა­ტა­რე­ბა ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო.
გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის ხელ­მო­წე­რის პრო­ცე­დუ­რა გან­მარ­ტა.
“დღეს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე შედ­გა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი, რომ­ლი­თაც 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის ხელ­მო­წე­რის პრო­ცე­დუ­რა მინ­და გან­ვმარ­ტო- შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი დგე­ბა ცეს­კოს სხდო­მა­ზე მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის, რო­გორც სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში, ისე ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში და სა­სა­მარ­თლო­ებ­ში გან­ხი­ლულ იქნა ყვე­ლა დავა და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი იყო კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი.
ასე რომ, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ერ­თა­დერ­თი პრო­ცე­დუ­რა რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი გახ­ლავთ ის, რომ კო­მი­სი­ის მდივ­ნის მიერ ცხად­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გე­ბი და ივ­სე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი, მას ხელს აწერს თავ­მჯდო­მა­რე და მდი­ვა­ნი და ის დას­ტურ­დე­ბა კო­მი­სი­ის ბეჭ­დით. ჩვენ ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ ის სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი, რაც მოხ­და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­სა­ბა­მის სხდო­მა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, შე­მა­ჯა­მე­ბელ ბრი­ფინგსაც მე ვა­ტა­რებ, იმი­ტომ, რომ თქვენ ნა­ხეთ, რომ თავ­მჯდო­მა­რემ და­ას­რუ­ლა კო­მი­სი­ის სხდო­მა და შე­სა­ბა­მი­სად, იმ ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო თქვენ წი­ნა­შე წარ­დგო­მა.
მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ტორს, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს, 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­მაც უპ­რე­ცე­დენ­ტო აქ­ტი­ვო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ არ­ჩევ­ნებ­ში, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მე­დი­ას, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ დამ­კვირ­ვებ­ლებს და ამას­თან მინ­და ცალ­სა­ხად გან­ვა­ცხა­დო, რომ ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­ზეც ამომ­რჩევ­ლის 90% სარ­გებ­ლობ­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და კენ­ჭისყრა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შედ­გა და ყვე­ლა წი­ნას­წა­რი დას­კვნით თუ მო­ნა­ცე­მე­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი არ­ჩევ­ნე­ბის მარ­თვა გან­ხორ­ცი­ელ­და უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი დამ­კვიდ­რდა. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი შედ­გა, ხელ­მო­წე­რი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და, ის გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად,“ – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძემ.