ცესკოსთან აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებს გაათავისუფლეს.
ამ წუთებში მსვლელობა აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარეობს.
პერიოდულად, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია იძაბება, რომლის მიზეზი საპოლიციო ძალის მიერ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაა.
ამ დროისთვის სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, 2 პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეებს ასევე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.