ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპს დახმარება სურს, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს

დონალდ ტრამპს დახმარება სურს, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ამოცანა ევროპასა და -ს შორის ერთიანობის შენარჩუნებაა. რადგან თუ ამერიკული პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ ევროპაში ერთიანობის სიმტკიცეც შეიცვლება. ექნება თუ არა ამას გავლენა დახმარების გაზრდაზე? არა, ეს მხოლოდ მის შემცირებაზე იქონიებს გავლენას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სექტემბერში გამართული შეხვედრა „ძალიან კარგი“ იყო.
„მან თქვა, რომ ომის დასრულება სურს, მაგრამ ასევე, მას დახმარება სურს. ის უკრაინის მხარდაჭერის მხარეს არის, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს. ჩვენს საუბრებში აქამდე არსებული ატმოსფერო კარგი იყო, ვნახოთ შემდგომ რა იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.