ავსტრის კანცლერი: ქვეყანას აქვს “გაზპრომის” გაზის ალტერნატიული რესურსი

რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი” ავსტრიის კომპანია OMV-ს გაზის მიწოდებას 16 ნოემბერს შეუწყვეტს, – განაცხადა ქვეყნის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა და დასძინა, რომ ავსტრიის გაზის მარაგი სავსეა და მას აქვს ალტერნატიული, არარუსული რესურსი.
შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მოსდევს OMV-ის განცხადებას, რომ ის “გაზპრომს” შეუწყვეტდა ავსტრიული ნაწილისთვის მიწოდებული გაზის საფასურის გადახდას – იმ 230 მილიონი ევროს დასაბალანსებლად, რომელიც მან მანამდე საარბიტრაჟო ფორმით მოიგო, მისი გერმანული პარტნიორისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის საკომპენსაციოდ.
ნეჰამერის თქმით, ავსტრიას აქვს ალტერნატიული საწვავის სტაბილური რესურსი და “არავინ გაიყინება”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”