მსოფლიო რაგბის მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ავსტრალიელი ბრეტ რობინსონი გაუძღვება.
რობინსონი 14 ნოემბერს დუბლინში მსოფლიო რაგბის საბჭოს შუალედურ სხდომაზე აირჩიეს. მისი კონკურეტმები ამ პოსტზე იყვნენ ფრანგი აბდელატიპ ბენაზი და იტალიელი ანდრეა რინალდო.
ბრეტ რობინსონი ბილ ბომონტს ჩაანაცვლებს. ბომონტი ორგანიზაციას სათავეში 2016 წელს ჩაუდგა და ორი ვადით უპრეზიდენტა 8 წლის განმავლობაში .
ცნობისთვის, ახალი პრეზიდენტი ჰყავს რაგბი ევროპასაც. ახლახან 4 წლით ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ნიდერლანდელი იანჰეინ პიტერსი, რომელიც ამ პოსტზე ხმების 70%-ით აირჩიეს.