“პირობას ვდებთ, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას” – სამხატვრო აკადემიის პირველკურსელები

✊🇬🇪🇪🇺 “ჩვენ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტთა დიდი ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ და გვერდში ვუდგავართ ყველა იმ სტუდენტს, ვინც ამ წამს იბრძვის ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის. არ ვეგუებით და ვემიჯნებით ყველაფერს რაც ჩვენ გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს ევროკავშირს. ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნებით, ვემსახურებით მას და ვთვლით, რომ ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს თავისუფლების იდეასთან. ხელოვნება კი არის ცოცხალი და დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველდღე ისეთ ფურცლებზე ვხატავთ, უკან რომ არ ჟონავს. ⚫️ პირობას ვდებთ, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არავის დავუთმობთ მთავარს, გამოხატვის თავისუფლებას! ხელს ვაწერთ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები – თეატრის მხატვრობა
– გრაფიკა
– ფერწერა ა.შ.შ”

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”