ახალგაზრდები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქციას მართავდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობისას ჭავჭავაძის გამზირი ცალმხრივად გადაკეტეს.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ სურთ ილიას უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებთან ერთად გაიარონ სამომავლო გეგემები და პროტესტის ფორმები.
მანამდე სტუდენტები ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსში ითხოვდნენ შესვლას, შემდეგ მეორე კორპუსში, თუმცა ორივეგან სამართალდამცავების კორდონი დახვდათ და შენობაში არ შეუშვეს.
ამასთან, ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან აქციაზე მივლენ, რადგან, როგორც მათ განაცხადეს, ცესკო საბოლოო ოქმს აჯამებს.
