მედიაში ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ „ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას და მოლაპარაკებებში პაუზაა”

ასლან ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას, მოლაპარაკებებში პაუზაა, – ამის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა.
„პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ,” – განაცხადა არძინბამ.
ცნობისთვის, პარალელურად მედიამ, კერძოდ, Baza-მ აფხაზ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია ოპოზიციის მიერ მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას დათანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)