კახა კალაძე – ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ – გამარჯვებას და განვითარებას

თბილისის მერი, ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
როგორც თბილისის მერი სოციალურ ქსელში წერს, ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და ისრაელს გამარჯვებას და განვითარებას უსურვებს.
„დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო.
მინდა, ეს დღესასწაული მივულოცო, არა მხოლოდ ქართველ ებრაელებს, არამედ ს ყველა მოქალაქეს.
ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ – გამარჯვებას და განვითარებას!
მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს!“, – წერს კალაძე „ფეისბუქზე“.