„კოალიცია ცვლილებისთვის” სიის ყველა წევრმა საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ცესკოში განცხადებები ჩააბარა

კოალიციამ „ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება რეგისტრაციაზე უარის შესახებ. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„კოალიცია ცვლილებისათვის – გვარამია მელია გირჩი დროას“ საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ ჩავაბარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
დავიბრუნოთ ევროპული მომავალი, დავიბრუნოთ ჩვენი ხმა, არა რუსულ არჩევნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?