ჯაბა სამუშიამ თსუ-ს სტუდენტური კაპელას წევრებს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მიულოცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო კონკურსში THE WORLD CHORAL CUP 2024 გამარჯვებულ თსუ-ს სტუდენტური კაპელას წევრებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ-ს კაპელამ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსში თასი და ოქროს მედალი მოიპოვა.
„მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს ჯილდო. თქვენი გამარჯვება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატებაა. უნივერსიტეტი ყოველთვის დაგიდგებათ გვერდში, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ საერთაშორისო ასპარეზზე“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ თსუ კაპელას წევრებთან შეხვედრაზე.
ინფორმაციის თანახმად, კონკურსში, რომელიც INTERKULTUR-ის ორგანიზებით ჩატარდა, მსოფლიოს 34 ქვეყნის 52 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსში ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 8 გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე, მათ შორის იყო თსუ კაპელა, რომელმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
„შეხვედრაზე თსუ კაპელას ხელმძღვანელმა, ლაშა მიროტაძემ გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა 2015 წელს შეიქმნა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს ქართული, ევროპული, აფრო-ამერიკული და თანამედროვე საგუნდო მუსიკის ნიმუშებს. დაარსების დღიდან გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და ეროვნულ კონკურსებში და არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა