ტრამპი აცხადებს, რომ “რუსეთი და უკრაინა უნდა გაჩერდნენ”

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კონცენტრირებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომზე.

“ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ რუსეთსა და ზე. ეს [ომი] უნდა შეწყდეს. და უკრაინა უნდა გაჩერდნენ”, – განაცხადა მან ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე, იუწყება CNN-ი.

ამავე დროს, ამერიკელ პოლიტიკოსს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს.
ერთი დღით ადრე, პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე წარდგენილმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარის მიყვანას გეგმავს, რითაც დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
მანამდე, Telegraph-მა ტრამპის გარემოცვაზე დაყრდნობით დაწერა, რომ -ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, როგორც ორ ქვეყანას შორის ომის გაყინვის გეგმის ნაწილი, შეიძლება მოუწოდოს ევროპულ და ბრიტანულ ჯარებს, უზრუნველყონ 800 მილის (1200 კილომეტრზე მეტი) ბუფერული ზონა რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის.
ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის წყაროების თანახმად, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება მალე დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც “რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებზე” იქნება პასუხისმგებელი.

ერთ-ერთმა წყარომ ტელეარხს განუცხადა, რომ საუბარია “ძალიან მაღალი რანგის სპეციალურ წარმომადგენელზე” და “დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანზე”, რომელსაც ტრამპი დაავალებს უკრაინის “მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას”.

2017-2019 წლებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა