“დალეწეს” – რას წერს რუსული მედია და რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში?

“დალეწეს” – რას წერს რუსული მედია და რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში?
აფხაზეთში, აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შევიდნენ.
მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ოკუპირებულ სოხუმში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მომიტინგეებმა სატვირთო მანქანით გაანგრიეს ჯებირები, ითხოვდნენ ბჟანიას გადადგომას და ე.წ. პარლამენტის შენობა დატოვეს ე.წ. დეპუტატებმა და მინისტრებმა.
რუსული მედია, რამდენიმე ჩამტვრეულ ფანჯარას აჩვენებს და წერს, რომ აფხაზებმა დალეწეს ე.წ. პარლამენტის შენობა. რუსული მედია იმასაც წერს, რომ აფხაზმა მომიტინგეებმა იერიში მიიტანეს ძალოვნებზე კვერცხების სროლით, ხოლო ე.წ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ავრცელებდნენ იმ ინფორმაცისაც, რომ იყო სროლის ხმები. ფაქტია, გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ისევე, როგორც კვერცხის სროლით სამხედრო ტექნიკას, ცხადია, ვერაფერს მოუხერხებდნენ. “თაიმერის” გავრცელებული კადრების მიხედვით, ე.წ. პოლიციელები მომიტინგეებთან ერთად გადაადგილდებიან და შეიარაღებული წინააღმდეგობა პროტესტანტენს არ ხვდებათ.
საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან საქმის საქმე დაიხურა.
http://