“ერთ თვეში 7,0 გახდება დოლარი, ქვეყანა იქნება ბანკროტი” – ოცნების “ჩაფახება” და “ხაჩიკოვსკი ბაზარი” – კოკა მორგოშია

ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია, ობიექტივთან, ამბობს:
თუ ევროპამ ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მისცა, ამას აღარ სჭირდება აქციები, არც კარვები, არც გამოსვლა, ჩათვალე, ყველაფერი ჩამოქცეულია. ამის ალბათობა არსებობს, მოლდოვაში სანდუმ რომ გაიმარჯვა, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მიულოცა, – ჩვენთან ეს არ ხდება. ვისაც ესენი ელოდებიან, იმათგან მოლოცვები არ მიუღიათ, ეუბნებიან, გამოიძიეთო. დავუშვათ და არ მისცეს ლეგიტიმაცია, აქციებიც არ დასჭირდება, ფაქტი იქნება რაც მოხდება. თუ არჩევნებს ლეგიტიმაციას არ აძლევენ, პარლამენტიც არალეგიტიმურია, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ მთავრობას – ეს ნიშნავს რას, დოლარი ერთ თვეში გახდება 5.0 ან 7.0, კატასტროფული ინფლაცია წავა, ავტომატურად ამ ინფლაციიდან, ჩამოიქცევა საბანკო სისტემა, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის ფინანსური ბაზრის 90 პროცენტზე მეტი და ამას იქით, ყველანაირი ინვესტიციები, ავტომატურად შეჩერდება, ჯიბრით კი არა, ავტომატურად, არ იქნება ის პირობები რომ ინვესტიციაზე იყოს საუბარი. ავტომატურად, ექსპორტ–იმპორტიც ჩამოიშლება, ლარი არ იარსებებს, და ეს იქნება როგორი ქაოსი იცი? საერთოდ აზრი არ ექნება მელია რომელ კარავში შევა და გვარამია რომელ ხეზე ავა, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ევროპელები ამ არჩევნებს აღიარებენ, თუ არ აღიარებენ. ევროპელები ელოდებიან ამერიკელებს, ცხადია. რეალობაში, ქართული ოცნებისთვის არაფერი შეიცვლებოდა, ვისაც უნდა გაემარჯვა ამერიკაში. ამათ იმისი იმედიც ჰქონდათ რომ ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებზე ორბანების წვიმა წამოვიდოდი, მაგრამ სხვანაირად დაჯდა. ამათ რომ ჭკუა ჰქონოდათ, ოცნებას, გიჟი ონფორმატორებისთვის კი არ უნდა დაეჯერებია, უნდა დაეჭირათ სანთლები ხელში და ელოცათ კამალა ჰარისს მოეგო. ვა–ბანკზე წავიდნენ, ახლა სიტუაცია მათზე დამოკიდებული საერთოდ არ არის. ახლა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, არსებობა–არარსებობის ხაზი არის ამერიკელების და ევროპელების ხელში, რამდენიც უნდა იძახონ, ეკითხება, თუ არ ეკითხება, მორალურად მე კი ვიცი, რომ არ უნდა ეკითხებოდეს, მაგრამ რომ ეკითხება, ეგ ქართულმა ოცნებამ მოიტანა. 12 წელია ესენი ეუბნებიან თქვენ ხართ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეო. აქ პატარაზე და დიდზე არაა საუბარი. პოლიტიკა რაც აწარმოა დღემდე სახელმწიფომ, იყო ვითომ პროდასავლური, ევროატლანტიკური. ახლა თუ შენ ევროპელები გეუბნებიან, რომ არჩევნებს არ გიღიარებთ და ლეგიტიმაციას არ გალევთ, ეს არის ქვეყნისთვის ბანკროტი. რადგან მთელი სისტემა ჩამოკიდებულია ამ ვერტიკლაზე, აქ რიგგარეშე კი არა, ქვეყნის სერთოდ არსებობა არარსებობის საკითხი დგება. ოცნებას რომ სდომებოდა, ამაზე დამოკიდებული არ ყოფილიყო, რუსეთთან კი არ უნდა ეფლირტავა, რეალური ლავირება უნდა ჰქონოდა. რუსეთშიც ვიღაცეებს ამ მოწყობილობის ოცნებასთან ურჩევნია ურთიერთობა, “ვლასტია”, ეს არის მთავარი კაცი, ლოიალურია ჩვენს მიმართ, არ გახსნის მეორე ფრონტს, არ შეგვიშლის ხელს ამაში, იმაში და მოდი რა, იყოს, რასაც იზამს, იზამს. თუმცაღა, მე არა ვარ იმ აზრზე, რომ ეს კარგი მიდგომაა. ასე ჩამოიყვანეს იანუკოვიჩი, იგივე კინოში გადაიღეს მოლდოვაში იგივე ფილმს ანახებენ ახლა სომხეთშიც და აზერბაიჯანი ლავირებს, მაგრამ თურქეთი ღრმადაა აზერბაიჯანში შესული. რუსებს, აი, ამ მიდგომებმა მათვე შეუქმნეს უზარმაზარი პრობლემები. როცა ვიძახი რომ მომხრე ვართ რუსეთთან დიალოგის, იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დაუწვე, თუ გამოვა – გამოვა, თუ არ გამოვა, ვიტყვი, არ გამოვიდა. თუ მათ უნდოდათ ევროპასთან ნამდვილი პარიტეტის დაყენება და რუსეთთანაც ასევე, უნდა დაეწყოთ რეალური დიალოგი და არა ფლირტაობა. ევროპელებთან დაძაბეს, ახლა რომ ევროპელებმა თქვან, რომ არჩევნებს არალეგიტიმურად ვცნობთ, ყველაფერი დამთავრებულია. უკვე აღარ იქნება საჭირო არც აქციები, არც სახის ჩამოხევა, არც ბავშვების აქეთ–იქეთ სირბილი. ქვეყანა იქნება ბანკროტი. და ვის დაბრალდება ეს? – ევროპელებს ვერ დააბრალებენ, ევროპელებზე რომ ასე დამოკიდებულნი ვართ, მაქამდეც თვითონ მიიყვანეს, ევროპელებთანაც თვითონ დაძაბეს, მერე ჩვენ გვაყვედრეს, იმიტომ ვძაბავთო, თქვენ უნდა “გაგა@იდარასტონო”, ეს არაფრისმომცემი “ხაჩიკოვსკი” ბაზარი. და ტრამპმა რომ ის თქვას, რასაც ესენი არ ელოდებიან, რას იზამენ? ხუდადოვის ტყეში დაიბარებენ სალაპარაკოდ? ისე იქნება, როგორც იქნება. მთელი ქვეყანა ახლა იმაზე დამოკიდებულია, რას ჩაუჩურჩულებს ამერიკა ევროპას, “დავაი” ჩაჩეხეთ ბოლომდე, თუ აი, ესე ივაჭრეთ… დათა თუთაშხიაში რომ არის, მგლის ფიქრი ის არის, ისეთი არ შევჭამო, მერე აქეთ შემჭამოსო, დავუშვათ “იხიშნიკა” და კი, “იხიშნიკა”, თუ ვა–ბანკზე წავიდნენ, ბოლომდე უნდა წავიდნენ. თუ ოცნებამ “დაზადნა”, ეს კანონი უკან გაიწვია, ნიურბერგი ვერ მოაწყო, რა გამოდის, მილიონ 2000–მდე კაცი ჩაახლიწინა, დაახურდავა თავის პოლიტიკურ დივიდენდებში? და ეს მილიონ 200 000 კაცი არის უბრალოდ სათამაშო “ფიშკა”? თუ თქვენი გაამართლებს, ვინც გულწრფელად ხმა მიეცით ოცნებას, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, კი არ ვიძახი, რომ ყველა დააშინა, ყველა მოისყიდა, ვიღაცას სჯერა… ვიღაცას კომუნიზმის სჯერა, ვიღაცას მარქსიზმის, ვიღაცას ლენინიზმის და ვიღაცას ნაცის…. რიგგარეშე არჩევნები, – თუ ოცნება ამაზე წავა, ნიშნავს, რომ წინა არჩევნები იყო არალეგიტიმური, მარტში და აპრილში რომ დანიშნოს არჩევნები, აპრიორი ნიშნავს რომ იმ 50 პროცენტსაც ვერ აიღებს. აბა, მერე უფრო მაგრად გავაყალბებ და მოვიგებ, ეგრე ხომ არ გამოდის? შეხედეთ რა ჩიხში შედიან, ის ხალხი, ვინც ჩვენსა და ოცნებას შორის დააყენა არჩევანი, თქვეს, ვაიდა, ვერ გადალახონ და ამათ მივცემ ხმას, ისინი ხომ ვეღარ იტყვიან რომ სწორი არჩევანი გააკეთეს? ესეთი 100 000–ობითაა. 53,9 რომ გაქვს აღებული და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავ, ეს ნიშნავს რომ 50–ს უნდა დაემშვიდობო და უნდა მოემზადო ოპოზიციაში გადასასვლელად, უკვე თავზე დაგახიეს… ამათ და ოპოზიციას შორის ბალანსი, ისევ კონსერვატული ფლანგის დასაცავია და ის ხალხი, ვინც 200–300 ლარი აიღო, თუ დააშინეს, მაგ ხალხს მოუწევს სხვანაირად გადაწყობა, არითმეტიკულად არ ჯდება, დღეს ოცნებას მივეცი ხმა და ხვალ გვარამიას მივცემ, ასე ხომ არ დაჯდება? მეორე სერია იქნება და მეორე სერიაში, ღმერთმა ქნას მშვიდობა იყოს, უეჭველად გადამწყვეტი ბალანსი ვიქნებით. თუ ეს თავისი ნაყიდი, ჩაყრილი არჩევნები ვერ გაიყვანეს ბოლოში, ავტომატურად ნიშნავს რომ ჩაფახდნენ.