რუსეთში თეატრის რეჟისორს რვა წლით მიესაჯა პატიმრობა პუტინის საწინააღმდეგო პოსტების გამო

მოსკოვის სასამართლომ თეატრის რეჟისორს, ანასტასია ბერეჟინსკაიას, რვა წლით მიუსაჯა პატიმრობა 2022 წელს სოციალურ ქსელ VKontakte-ში გამოქვეყნებული კომენტარებისთვის, რომლებითაც რეჟისორი გმობდა ში შეჭრას და გამოდიოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის “მოკვლისა” და “განადგურებისკენ” მოწოდებებით.
14 ნოემბერს მოსამართლე ანდრეი პლუჟნიკოვმა ბერეჟინსკაია დამნაშავედ ცნო “ტერორიზმის გამართლებაში”, “რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა” და “რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში”.
პროკურორები ბერეჟინსკაიასთვის ათწლიან პატიმრობას ითხოვდნენ.
43 წლის ბერეჟინსკაიამ – რომელმაც უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე – თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. სასამართლოზე ბოლო განცხადების გაკეთებისას რეჟისორმა მოსამართლეს უთხრა: “თქვენო აღმატებულებავ, მე არაფერი მაქვს სათქმელი, არაფერი მაქვს დასამატებელი. მივიღებ თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას”.