„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“ – ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა

„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“- ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ნება“ იყო. როგორც აქტივისტები განმარტავენ, ის პროცენტები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა, ს გაყალბების შედეგია.
„ოქტომბრის შემდეგ ყველა ვაპროტესტებთ მოპარულ და გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც ბიძინამ მოგვპარა. ვთხოვთ, ევროკავშირს, დაასანქცირონ ისინი, ვინც საქართველოში ახალგაზრდებს მომავალს ჰპარავენ. ის პროცენტები, რაც ბიძინამ დაიწერა, არის გაყალბების და მოპარული ხმების შედეგი“, – აღნიშნა აქტივისტმა ვიკა ფილფანმა.
ადგილზე აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „ქართველი ხალხის ნება არის ევროპა“, „დაასანქცირეთ ბიძინა“.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად