ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ პარლამენტთან ძალოვანი სტრუქტურებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება მოახდინა. ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, რომ 20 დეპუტატი გაუჩინარებულია.