რობერტ კენედი: ჩემი ვალდებულება ამერიკელი ხალხის წინაშე არის ვიყო პატიოსანი საჯარო მოხელე

რობერტ კენედი უმცროსმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა -ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარდგენისთვის.

კენედი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება მუშაობის დაწყებას, რათა „გაათავისუფლოს სააგენტოები კორპორატიული გავლენისგან, რაც მათ საშუალებას მისცემს, განახორციელონ თავიანთი მისია – კვლავ აქციონ ამერიკელები მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ერად“.

ამასთან, რობერტ კენედი უმცროსი საზოგადოებას გამჭვირვალობასა და „მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეცნიერებაზე“ ფოკუსირებას დაჰპირდა.

„ჩემი ვალდებულება ამერიკელი ხალხის წინაშე არის ვიყო პატიოსანი საჯარო მოხელე“, – წერს კენედი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა.

ცნობისთვის, რობერტ კენედი უმცროსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი საარჩევნო კამპანიის დროს თავის პროგრამას ძირითადად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურ შეხედულებებზე აფუძნებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ