ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე დრონების“ მასობრივი წარმოების ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე დრონების“ მასობრივი წარმოების ბრძანება გასცა.

მისი თქმით, მსგავსი დრონების მსოფლიოში გავრცელება სამხედრო თეორიის გადაუდებელ განახლებას მოითხოვს.

მედიამ გაავრცელა ფოტოები, სადაც კიმ ჩენ ინი დრონებს ათვალიერებს. მისი განცხადებით, მსოფლიოში მძაფრდება კონკურენცია დრონების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში.

კიმ ჩენ ინმა ე.წ. კამიკაძე დრონების ტესტირებას წლის დასაწყისშიც უხელმძღვანელა, რამაც გააჩინა კითხვები, იღებდა თუ არა ის მოსკოვისგან ტექნიკურ დახმარებას მათ შესაქმნელად.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ