რუსეთი 51 უკრაინული დრონის მოგერიებას იუწყება

რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო.
თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში გაანადგურეს 51 უკრაინული დრონი, მათგან 36 – კრასნოდარის მხარეში. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 10 დრონი მოიგერიეს აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3 – ყირიმში და 2 – ბელგოროდის ოლქში.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ორი სახლი, არავინ დაშავებულა. ს წარმომადგენლების ოფიციალური ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
ს რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევის სამიზნეების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.