რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 50-ზე მეტი დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 ნოემბრის ღამეს ს ფედერაციისა და ოკუპირებული ს ტერიტორიებს 50-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს, რომელთაგან 36 რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კრასნოდარის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდო.
შესაბამის ინფორმაციას უწყება „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 51 უკრაინული დრონნი გაანადგურეს, მათ შორის 36 კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე, 4 – ყირიმის ტერიტორიაზე, 2- ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და 10 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვის თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც