რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მოხალისეებს ხელფასიდან დაექვითებათ დაზიანებული ან დაკარგული სამხედრო ტექნიკის საფასური. ეს კანონი ასევე მოიცავს აღჭურვილობას, რომელსაც სამხედროები ტოვებენ ბრძოლის ველზე უკანდახევის დროს.
მოხალისეებს ასევე დაეკისრებათ ფინანსური პასუხისმგებლობა ტექნიკის ქურდობის, განზრახ განადგურების, დაზიანების, ქონების უკანონო გამოყენების ან სხვა განზრახ ქმედებებით მიყენებული ზიანისათვის.
ასეთი პასუხისმგებლობა უკვე დაეკისრათ მობილიზებულ და საკონტრაქტო ჯარისკაცებს. პასუხისმგებლობის დაკისრების ვადაა, ზიანის აღმოჩენის დღიდან, სამი წელი.