მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში შეხვედრა გამართეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ ფანგანმა, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორთან ქეთევან ჯაყელთან და სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში არსებული მიმდინარე პროგრამები განიხილეს, რომელთა მიზანს წარმოადგენს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქალაქეთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და სახელმწიფო ენის შესწავლა. ასევე, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლის შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულებულია და იანვრიდან ჟვანიას სკოლა სრულფასოვნად განაახლებს მუშაობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო