პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი უკრაინაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში – ,,თავისუფლება და უსაფრთხოება” მონაწილეობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში ,,თავისუფლება და უსაფრთხოება” იღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
„დღეს ვიმყოფებით კიევში. ჩვენმა მეგობრებმა, ჩვენმა კოლეგებმა, მიგვიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეძღვნება, რომელსაც „თავისუფლებისა და უსაფრთხოების“ კონფერენცია ეწოდება. შესაბამისად, განხილულია ბევრი საკითხი ამ მიმართულებით. მთავარი კი არის უკრაინელების მიმართ დარღვეული უფლებები, მათ შორის ყველაზე მთავარი – ბავშვები. 20 000-ზე მეტი ბავშვია გატაცებული რუსეთის ფედერაციის მიერ“, – დასძინა მან.
ხაჯიშვილის თქმით, კონფერენცია ხვალაც გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, როგორც პარტიამ და როგორც დემოკრატიულმა ოპოზიციამ“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება – პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება