წარმომამდეგენლთა პალატის ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი კონგრესს წლის ბოლოს დატოვებს

წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, კევინ მაკკარტი ამბობს, რომ კონგრესს წლის ბოლოს დატოვებს. მაკკარტის ამ გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ პარტიაში შეშფოთება გამოიწვია, რადგან ისინი წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მხოლოდ მცირედი განსხვავებით ინარჩუნებენ და არ სურთ, რომ ადგილი დაკარგონ.
მაკკარტის გადაწყვეტილების პარალელურად, კონგრესი ცდილობს რომ მნიშვნელოვანი კანონმდებლობა 2024 წლის დასაწყისში დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში თუ კონგრესი 19 იანვრამდე ვერ შეძლებს 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, მაშინ მთავრობა ნაწილობრივ შეწყვეტს მუშაობას.
“გადავწყვიტე, რომ წლის ბოლოს დავტოვო წარმომადგენელთა პალატა, რათა ამერიკას სხვა გზით ვემსახურო”,- განაცხადა კევინ მაკკარტიმ “უოლ სტრიტ ჯორნალთან” საუბრისას.
“ხშირად ისე ჩანს, რომ რაც უფრო მეტს აკეთებს ვაშინგტონი, უარესი ემართება ამერიკას”,- ამბობს მაკკარტი.
მაკკარტის მიერ წარმომადგენელთა პალატის დატოვებამ, შესაძლოა რესპუბლიკელებს წაართვას პალატაში უმრავლესობის შენარჩუნების შანსები.
მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 2023 წლის იანვარში, რამდენიმე მცდელობის შემდეგ აირჩიეს. მან სპიკერის პოსტი 2023 წლის ოქტომბერში დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო