რუსეთის პროკურატურამ საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმე დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადასცა

რუსეთის გენერალური პროკურატურა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმეებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეების – ლადო გამსახურდიასა და ქართლოს რუსიტაშვილის – წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “პროკურატურა” განიხილავს.
რუსეთის გენპროკურატურა ქართველ მებრძოლებს “დაქირავებულ მებრძოლებად” მოიხსენიებს.
მათი ცნობით, გამსახურდია და რუსიტაშვილი 2022 წლიდან 2024 წლამდე ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ “ქართულ ეროვნულ ლეგიონში” როგორც “დაქირავებული მებრძოლები” და საბრძოლო ქმედებებში უკრაინის მხარეს იღებდნენ მონაწილეობას. გარდა ამისა, რუსეთის გენპროკურატურა გამსახურდიას “დაქირავებული მებრძოლების” რეკრუტირებასა და მომზადებაშიც სდებს ბრალს.
ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “უმაღლეს სასამართლოს” გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან