თეთრ სახლში ბაიდენი ტრამპს ხვდება

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი 1393 დღის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა. ტრამპს ამ წუთებში ამერიკის მოქმედი 46-ე პრეზიდენტი მასპინძლობს. არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ოვალურ კაბინეტში ტრამპი და ბაიდენი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ, თუმცა მთავარი აქცენტი ხელისუფლების გადაბარების პროცესს დაეთმობა.
ძალაუფლების გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის, ასევე ს გუნდის წევრებით.
დონალდ ტრამპი, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა გასულ კვირას მიიწვია, მაშინ, როცა ბაიდენმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ფიცს 2025 წლის 20 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის წინ დადებს. არსებული ინფორმაციით ინაუგურაციას ჯო ბაიდენი, პირველი ლედი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. მანამდე, 2025 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში ს შედეგების სერთიფიცირების პროცესი გაიმართება.
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. საარჩევნო კოლეგიაში ტრამპმა 312 ხმა, კამალა ჰარისმა კი 226 ხმა დააგროვა. კანდიდატს გამარჯვებისთვის 270 ხმა ჭირდებოდა. ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წელს კონკურენტს პოპულარული ხმებითაც მოუგო.
თეთრ სახლში მისვლამდე დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის ბორცვზე იმყოფებოდა, სადაც ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შეხვდა. ტრამპმა პარტიის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მათ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„დიდი პატივია აქ ყოფნა, ბევრი ჩემი მეგობარი იმყოფება აქ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ შედეგისთვის“,- თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ შემდეგ ადგილობრივ არჩევნებში უკეთესი შედეგის მოლოდინი აქვს.
ამერიკის სენატში 2024 წლის არჩევნების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად კი პარტიას 2 მანდატი ჭირდება. რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში ამ დროისთვის 216 კანონმდებელი ჰყავთ, უმრავლესობისთვის კი 2 მანდატია საჭირო.
ბოლოს, კაპიტოლიუმის ბორცვზე დონალდ ტრამპი 2024 წლის 13 ივნისს იმყოფებოდა, როცა ის პარტიულ ლიდერებს შეხვდა.
ტრამპმა თეთრი სახლი 2021 წლის 20 ივნისს დილით დატოვა, რამდენიმე საათით ადრე სანამ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ფიცს დადებდა.